გაკვეთილის თემა
|
რა ჰქვია კვირის დღეებს?
|
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
|
პირველი კლასი,8 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
იცოდეს კვირის დღეები:ქართულად,ძველქართულად,ინგლისურად, მეგრულად:
ტექსტის კითხვა დიალოგში:მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.წინადადებებს შორის საზღვრის პოვნა.
,
|
მიზნები და შედეგები
|
კვირის დღეების გაცნობა. მინიშნებებზე,ილუსტრაციებზე დაყრდნობით გადმოსცეს
მოსმენილი ტექსტის შინაარსი.
პაუზებით გამოყოს სიტყვები ერთმანეთისაგან.შეაფასოს მოსმენილი.
ილუსტრაციები დაუკავშიროს მოსმენილ ტექსტს და განალაგოს ისინი მოქმედებათა
თანმიმდევრობის მიხედვით.შეძლოს, ტექსტში ნაკლული ინფორმაციის შევსება და წინადადების
ბოლოს სასვენი ნიშნების გამოყენება.
1.4.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი
მცირე ზომის ტესტები და გამოხატოს თავისი
დამოკიდებულება.
1.3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
1.14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
1.15.მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი
ტექსტების წერა
|
წინასწარი ცოდნა
|
მათ იციან კვირის დღეები,წელიწადის
თვეები და დრო.კალენდარის მოხმარება.უქმე და სამუშაო დღეების გარჩევა.დღიურის წარმოება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
პრეზენტაციას, ინდივიდუალურ მუშაობას,საშინაო დავალების შესრულებას.(შეფასება
მოხდება წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკის მიხედვით)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,ბუკი,პროექტორი,ინტერნეტი, ცარცი, დაფა,
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო
საკითხები:-2წთ
გაკვეთილს გამოვკითხავ 2 მოსწავლეს მილორავა ნინოს და ჩილაჩავა სოსოს.
გაკვეთილის
A-ფაზა-გამოწვევა--10
წთ
მინი ლექცია-დროის საზომი ერთეულები
აქტივობა
1.
გონებრივი იერიში---ასოციაციური რუკის შედგენა
დროის საზომი ერთეულებია:1.წთ, სთ, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი,საუკუნე.
აქტივობა2.
ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება: კვირის დღეები ქართულად, ინგლისურად,
ძველქართულად, მეგრულად
გაკვეთილის
B-ფაზა-
ცოდნის კონსტრუირება--10 წთს
აქტივობა 3---
დიდაქტიკური თამაში „გაბმულხარ ჩიტო მახეში“
კლასი ორ ჯგუფად არის გაყოფილი.ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან კითხვაში.კითხულობს
პირველი ჯგუფის ერთი წევრი,დაშვებულ შეცდომას ასწორებს სხვა ჯგუფის წევრები და ასე
გრძელდება.
წთ/შესვენება 3წთ
აქტივობა
4. ბუკზე მუშაობა --„კვირის დღეები“
აქტივობა
5.კითხვებზე პასუხი
(მისწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს გაკვეთილის
ირგვლივ. კითხვები მოიცავს როგორც დაბალი,ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას)
გაკვეთილის
C ფაზა--რეფლექსია---10
წთ
აქტივობა
5. „იდუმალი ყუთი“
--რა შეიძლება იდოს ამ ყუთში? მინიშნებები ყუთში არსებულ ნივთზე. ეს
არის ქაღალდი, სადაც მოცემულია თვეები,კვირის დღეები, დასვენების დღეები. დაფიქრდით,
რა შეიძლება იყოს?
მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას. გაიხსენებენ რაზე იმუშავეს, რომელი
აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий